Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს

28 აპრილი, 2017 11:34

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აფასებს. ცვლილებების პროექტს საკონსტიტუციო კომისიამ 22 აპრილს უყარა კენჭი და დაამტკიცა. IDFI-ში მიიჩნევენ, რომ მიღებული პროექტი გარკვეულ პოზიტიურ სიახლეებთან ერთად, ასევე, შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს.   
 
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროექტში ასახულია  ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიისთვის შეთავაზებული ინიციატივები, რომლებიც შეეხება „კარგი ადმინისტრირების“ სახელმძღვანელო პრინციპისა და ინტერნეტის თავისუფლად სარგებლობის უფლების დამატებას. პროექტში ასევე გაჩნდა ჩანაწერი რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გაცემას, როდესაც ინფორმაციის მიღებაზე არსებობს საჯარო ინტერესი.
 
კონსტიტუციით ასევე განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ეს ცვლილება ხელოვნური მიზეზებით პოლიტიკური ქულების დასაწერად იქნა გამოყენებული, რაც არ ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესებს ქვეყანაში.
 
ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ სიახლეს ჩრდილს აყენებს გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების არაპროპორციული წესი, მითუმეტეს იმ პირობებში როცა საარჩევნო ბარიერი არ მცირდება და საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება.
 
"პროექტით მცირდება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო ქვორუმის ოდენობა. კერძოდ, კომისიის შესაქმნელად საჭირო იქნება 50 და არა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. ამასთან პრემიერ-მინისტრი ვალდებული ხდება წელიწადში ერთხელ წარდგეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. აღნიშნული ცვლილებები აძლიერებს პარლამენტის მაკონტროლებელ ფუნქციებს, რაც მისასლმებელია.
 
პროექტით მარტივდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია
 
შემოთავაზებული პროექტით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მის ნაცვლად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია დაკომპლექტდება 300 ხმოსანით, რომელშიც შედის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ წარდგენილი პირები.

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს და იგი თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის ძირითად პრინციპებს, თუმცა არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ხელისუფლების დაბალანსებისთვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა თანხვედრაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, თუმცა ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაჯანსაღების პარალელურად.

პროექტით გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად იზღუდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ ექნება უფლებამოსილება ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობაზე იმსჯელოს, ამასთან იკრძალება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული.
 
პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამოყოფა და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება წინგადადგმული ნაბიჯია ამ უწყების დეპოლიტიზებისთვის. 
 
 პროექტი ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციის გასაფართოებლად და მათი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
 
ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კონსტიტუციაში დაფიქსირება მნიშვნელოვანია და მას აქვს არამარტო დეკლარაციული და სიმბოლური, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობაც, " - ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში. 

.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^