დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახლად შექმნილი ცენტრისტული პარტიიდან მერობის კანდიდატს მაისის ბოლოს დაასახელებს.
დავით უსუფაშვილი ამ წუთებში მედიას და საზოგადოებას სამომავლო გეგმებს აცნობს. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ამბობს, რომ დღეიდან პოლიტიკაში ბრუნდება, ახალ გუნდთან ერთად.