Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვენეტაძე: ვხსნით დიალოგს არა მხოლოდ ჟურნალისტებთან, არამედ ფართო საზოგადოებასთან

28 აპრილი, 2017 14:17

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაზე, მოსამართლეებისადმი მედიასაშულებების წარმომადგენელთა შეფასებებზე რეაგირების მოთხოვნის შესახებ, კომენტარს აკეთებს. 

„ჩვენ ვხსნით დიალოგს და ვეპატიჟებით არა მხოლოდ ჟურნალისტთა კორპუსს ან პროფესიულ გაერთიანებებს, არამედ ფართო საზოგადოებას, რომელსაც სასამართლოსადმი ნდობის ამაღლების მხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

უპირველეს ყოვლისა,  ჩვენი მიზანია, ამაღლდეს საზოგადოების მართლშეგნება და ნდობის ხარისხი სასამართლო ხელისუფლებისადმი. რაიმე მზა რეცეპტი ან ზღვარი ჩვენთვის დადგენილი არ არის, ვნახოთ, ეს საყოველთაო მსჯელობა რა შედეგამდე მივა და შემდგომი ღონისძიებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. თუ შევძლებთ, რომ მოვიპოვოთ საზოგადოების ნდობა და იყოს მისაღები კრიტიკა, თუნდაც იმ საქმეებზე, სადაც მხარემ წარმატებას ვერ მიაღწია. 

მედიის საშუალებით სასამართლოს საქმიანობის გაშუქებას მივესალმები, მაგრამ მედიასაშუალებების გადასაწყვეტია რა გზით იზამენ ამას. ჩვენ ვსაუბრობთ არა საიმიჯო, არამედ საინფორმაციო გადაცემებზე,“ - ამბობს ნინო გვენეტაზე. 

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეებთან დაკავშირებით მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი განცხადებები გამოაქვეყნა და განაცხადა,რომ ისინი დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ თავად გამოხატვის თავისუფლებას და იწვევს მის დისკრედიტაციას, რამდენადაც განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის“ დარღვევით, ხოლო ზოგჯერ - თვით ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^