ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გელათის მონასტერთან. შსს-ში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ ავტოავარიაში ორი ავტომანქანა ფიგურირებს. შემთხვევის შედეგად ორი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ზესტაფონიდან გელათის მონასტერში ექსკურსიაზე იყვნენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.