Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მარგველაშვილი: არც არავის შევეკვრები და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით

28 აპრილი, 2017 14:07

„ნათლად მინდა გითხრათ - არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

„არავის აუხსნია ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, რატომ არ გვაძლევენ უფლებას, ავირჩიოთ პრეზიდენტი; არავის აუხსნია, რატომ გვიუქმებენ მთავარსარდალს, თუმცა გაჟღერდა გარკვეული ნოტები, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018-დან არ იქნება არჩეული პრეზიდენტი და 2023-დან იქნება. რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან ან მის მესვეურებთან. ნათლად მინდა გითხრათ - არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსის ამბიციების შემკრები. არასდროს მივაჭრია ამ თემით და არც არასდროს, არავინ იფიქროს, რომ იმ საკითხზე მევაჭროს, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი. ასევე მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ საკითხზე გამოთქვამს პოზიციას, მე მესმის ყველა პოლიტიკოსია და ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტზე ვაჭრობა, ამ დოკუმენტში შიდაინტერესების ჩადება, ეს არის უაღრესად არასწორი. და პასუხად ამ გზავნილებზე, მინდა ვთქვა, რომ ნუ იწვალებენ ტყუილად, არ არის ჩემი ინტერესი ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე, ხალხის ზურგს უკან,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^