Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Freedom House-ის ანგარიში: პრესის თავისუფლების მიხედვით საქართველო 102-ე ადგილზეა

28 აპრილი, 2017 15:13

Freedom house-ის ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლება საქართველოში 100-დან 50 ქულით შეფასდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით შედეგი ერთი ქულით გაუარესდა. 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 49 ქულა მიანიჭეს (რაც უფრო დაბალია პრესის თავისუფლების ინდექსი, მით უფრო მეტია პრესის თავისუფლების ხარისხი).

ანგარიშის თანახმად, საქართველო პრესის თავისუფლების მიხედვით, ნაწილობრივ  თავისუფალი ქვეყნების სიაშია. 199 ქვეყანას შორის საქართველო 102-ე ადგილს იკავებს და უსწრებს სომხეთს, თურქეთს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

პირველი ხუთეული ნორვეგიამ, შვედეთმა, ჰოლანდიამ, ფინეთმა და დანიამ დაიკავა. პრესის თავისუფლება კი ყველაზე ნაკლებად თურქმენეთში, ჩრდილო კორეასა და უზბეკეთშია დაცული.

საერთო მაჩვენებლებით, პრესის თავისუფლება დაცულია ქვეყნების 13%-ში; ნაწილობრივ  42%-ში; არ არის დაცული 45%-ში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^