Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანმო: ჰეპატიტისგან ადამიანები მკურნალობის ნაკლებობის გამო იღუპებიან

28 აპრილი, 2017 17:41

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი, ვირუსული ჰეპატიტით ინფიცირების დროული გამოვლენისა და შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში.

ანგარიშში - „ჰეპატიტი 2017“, რომელიც ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ქრონიკული B ჰეპატიტით ან ვირუსული C ჰეპატიტით 325-მდე მილიონი ადამიანია დაავადებული. ბევრმა მათგანმა ისიც კი არ იცის, რომ ინფიცირებულია. შედეგად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ასეულობით ათასი ადამიანი ვერ იღებს შესაბამის მკურნალობას, რის გამოც ღვიძლის დაავადებების, სიმსივნისა და სხვა ფატალური რისკი იზრდება.

B ჰეპატიტი სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხის გაცვლით გადაიდება. C ჰეპატიტის ვირუსი კი ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტით ვრცელდება.

ბოლო შეფასებები აჩვენებს, რომ ვირუსული ჰეპატიტით 2015 წელს 1.34 მილიონი ადამიანი დაიღუპა; 1.75 ადამიანი კი C ჰეპატიტით დაინფიცირდა - შედეგად მსოფლიოში ამ დაავადებით მცხოვრებთა საერთო რაოდენობამ 71 მილიონს მიაღწია.

გოტფრიდ ჰირნშალი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აივ-ისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსული ჰეპატიტისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ტუბერკულოზის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის მსგავსი იყო. თუმცა, მისივე თქმით, ჰეპატიტი მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე აივ ინფექცია - შიდსის გამომწვევი ვირუსი და ბევრად მეტს, ვიდრე მალარია.

„რაც ჰეპატიტს ამ სამი სხვა დაავადებისგან განასხვავებს არის ის, რომ ფატალური შემთხვევების რაოდენობა მზარდია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჰეპატიტით სიკვდილიანობა იზრდება მაშინ, როცა ამ სამი სხვა დაავადებით, პირიქით, მცირდება“, - ამბობს ჰირნშალი „2000 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ჩვენ ვნახეთ ზრდა 1-დან - 1.34 მილიონამდე“.

ჰირნშალი ამბობს, რომ ინტერვენციის ბევრი სხვადასხვა გზა და საშუალება არსებობს, მათ შორის მაღალეფექტიანი ვაქცინაციები და მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლია ჰეპატიტის ქრონიკულ და ფატალურ დაავადებად გადაქცევის პრევენცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2015 წელს მსოფლიოში დაახლოებით 257 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა ქრონიკული B ჰეპატიტით.

თუმცა ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ახალი ინფექციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა იმის წყალობით, რომ ბავშვების HBV ვაქცინაციის რაოდენობა გაიზარდა. B ჰეპატიტი ძირითადად სიცოცხლის პირველ წლებში დედისგან ბავშვზე გადაიცემა და მეტწილად დასავლეთ წყნარი ოკეანისა და აფრიკის რეგიონებშია ჯერ კიდევ ძლიერად გავრცელებული.

ანა მარია ჰენაო რესტრეპო, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის დეპარტამენტის გუნდის ლიდერი ამბობს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა, კონკრეტულად კი, ქვეყნების 95% (185 ქვეყანა) იყენებს B ჰეპატიტის გეგმურ ვაქცინებს იმუნიზაციის პროგრამაში.

„ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და როგორც აღვნიშნე, სწორედ ამის გამო მსოფლიოში ახალშობილების 85% უკვე დაცულარია B ჰეპატიტის ვაქცინის სამი დოზით. სადაც ჩამოვრჩებით, ესაა რიგით პირველი ვაქცინა, რომელიც კეთდება დაბადებისანთავე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ დედებისგან ახალშობილების ინფიცირების პრევენცია“, - განმარტავს რესტრეპო.

რესტრეპო ამბობს, რომ ქვეყნების მხოლოდ 50% სთავაზობს მოქალაქეებს ამ ვაქცინას, რომლის გარეშე ადამიანები ქრონიკულად ინფიცირდებიან და საჭიროებენ დიაგნოზირებას და მედიკამენტურ მკურნალობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ინფიცირებული, არასანიტარული ხელსაწყოები ჯანდაცვის სისტემაში და ინტრავენური ნარკომოხმარება - C ჰეპატიტის გავრცელების მთავარი მიზეზებია.

პრობლემა ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებსა და ევროპის რეგიონში. ეს მაშინ, როდესაც სუფთა ნემსებისა და შპრიცების გამოყენება დაავადების გადადების რისკს ბევრად ამცირებს, გარდა ამისა, ჰირნშალის თქმით, არსებობს მაღალეფექტიანი წამლები, რომლებსაც დროული გამოვლენისას C ჰეპატიტის მკურნალობა შედარებით მცირე დროში შეუძლია.

„ადამიანს უბრალოდ სჭირდება თითო აბის ყოველდღე მიღება რამდენიმე თვის განმავლობაში და მათი უმეტესობა განიკურნება“, - ამბობს ჰირნშალი.

მისი თქმით, ამ მკურნალობით დიდი ხნის განმავლობაში არც ისე ბევრ ინფიცირებულს უსარგებლია, რადგან მკურნალობის ღირებულება ზედმეტად ძვირია და 84 000 ამერიკულ დოლარსაც კი აჭარბებს, რაც ბევრი ქვეყნის, მათ შორის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, ჯერ კიდევ მიუწვდომელია. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამგვარი მკურნალობის ფასი მაინც საგრძნობლად მცირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აივ-ისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის ხელმძღვანელი გოტფრიდ ჰირნშალი ამბობს, რომ C ჰეპატიტის განკურნების შესაძლებლობები და ვაქცინაციით B ჰეპატიტით ინფიცირების შემცირება პოზიტიური მოვლენაა და მანამდე „ჩუმი ეპიდემიების“ მიმართ ფართო საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას უწყობს ხელს.

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარ ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აირჩიეს. მოსამართლეებმა მხარი გიორგი მიქაუტაძის კ ...
24 ივნისი
24 ივნისი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი მოსა ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ოთხი  მოსამართლე წევრი აირჩიეს. ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ ...
24 ივნისი
24 ივნისი

LIVE: შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! ...

შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! - შშმ პირები აქციას მართავენ. აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ა ...
^