Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუციშვილი: „ღამის მგლების“ 9 მაისს სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია

02 მაისი, 2017 14:15

9 მაისის დღესასწაულზე რუსი ბაიკერების - „ღამის მგლების“ საქართველოში სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, „ღამის მგლების“ მიერ დაანონსებული სტუმრობა და პერფორმანსი არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას და სწორედ ამის გამო, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია.

„საქართველოს საზღვარი მაქსიმალურად გახსნილია იმ ტურისტებისა და უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც კანონის სრული დაცვით შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და ამასთანავე, კანონის დარღვევით არ არიან ნამყოფები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვმასპინძლობთ ყველა ადამიანს, ვინც პატივს სცემს კანონს და მათ, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც საქართველოში ექნებათ მოგზაურობისა და დასვენების პრობლემა. რაც შეეხება რუს ბაიკერებს - „ღამის მგლებს“, საქართველოში მათ ვიზიტსა და დაანონსებულ 9 მაისის აღსანიშნავ პერფორმანსში მონაწილეობას, გასათვალისწინებელია, რომ შარშან მსგავსმა აქციამ საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია, ასევე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებსაც. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია „ღამის მგლების“ მიერ დაანონსებული სტუმრობა და პერფორმანსი, რაც არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას. ამგვარად, საქართველოში აღნიშნულ პერიოდში რუსი ბაიკერების სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

სოციალური ქსელში ვრცელდება პეტიცია სახელწოდებით „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“. პეტიციაში ნათქვამია, რომ ამა წლის 9 მაისისთვის კრემლის ხელისუფლებასთან აფილირებული და ევროპის ქვეყნებში non-grata-დ გამოცხადებული ბაიკერთა ჯგუფი, „ღამის მგლები“, აპირებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას და, ადგილობრივ პროპუტინურ ძალებთან ერთად, თბილისში ვაკის პარკში აქციის მოწყობას.

პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას თავისი პოზიცია და არ დაუშვას ამ ჯგუფის საქართველოში შემოშვება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^