Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუციშვილი: არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც „ღამის მგლები“ საზღვარზე არ შემოუშვეს

03 მაისი, 2017 11:24

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოტოკლუბ „ღამის მგლების“ წევრებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაა. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენი პოზიცია „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გუშინ იყო ცნობილი. მოგეხსენებათ, არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ აქ ყოფნას. არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

შეკითხვაზე, კანონის რომელ ნორმასთან შეუსაბამობის გამო არ შემოუშვეს „ღამის მგლები“ საქართველოში, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მესაზღვრეს აქვს დისკრეციული უფლება, გამოიკითხოს მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია. მისივე თქმით, სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. 

„დამშვიდდით, ისინი შემოსვლას არ აპირებენ“,- განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.

1 მაისს სოციალური ქსელში გავრცელდა პეტიცია სახელწოდებით „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“. პეტიციაში ნათქვამია, რომ ამა წლის 9 მაისისთვის კრემლის ხელისუფლებასთან აფილირებული და ევროპის ქვეყნებში non-grata-დ გამოცხადებული ბაიკერთა ჯგუფი, „ღამის მგლები“, აპირებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას და, ადგილობრივ პროპუტინურ ძალებთან ერთად, თბილისში ვაკის პარკში აქციის მოწყობას. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას თავისი პოზიცია და არ დაუშვას ამ ჯგუფის საქართველოში შემოშვება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

კობახიძე: „რუსთავი 2-ის" საქმე ადასტურებ ...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ტრიბუნიდან გამოე ...
19 აპრილი
19 აპრილი

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი აძლ ...

არასამთავრობო ორგანიზაციები ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ეხმაურები ...
19 აპრილი
19 აპრილი

ხაბეიშვილი: დეპუტატ ოდიშარიასგან თაბორის ...

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის თაბორის მთაზე ტერიტორიის ადგ ...
^