Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება

05 მაისი, 2017 15:02

ევროკომისიასთან ერთად საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნა იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, იდეა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ეკუთვნის.

„ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ამით, სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას. მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ევროკავშირში მობილობის კუთხით - სულ უფრო მეტი სტუდენტი-ახალგაზრდა, პროფესორ-მასწავლებელი იყენებს ევროკავშირის საგანმანათლებლო, ახალგაზრდული თუ კულტურული პროგრამებით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს. ევროპული სკოლა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა ქვეყნების ახალგაზრდებისთვისაც იქნება ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელი", - აღნიშნა პრემიერმა.

იოჰანეს ჰანის თქმით,  ამ ტიპის დაწესებულებისათვის საპილოტე ქვეყნად საქართველო შეარჩიეს და მოხარულია, რომ ეს იდეა აქ ასე აიტაცეს.

„რა არის ევროპული სკოლა? რა იდეა დგას მის მიღმა? ეს იქნება ასეთი ტიპის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი მიზანი იქნება მრავალენოვნების დამკვიდრება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ და მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ უამრავი ენა გვაქვს. ევროპაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია რამდენიმე მათგანის ცოდნა მაინც. ამასთან, არსებობს უამრავი კულტურა, მრავალფეროვანი ისტორია და აუცილებელია მეტი ცოდნის მიღება ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ეს სკოლა. ამ ტიპის დაწესებულებისათვის საპილოტე ქვეყნად საქართველო შევარჩიეთ და მოხარული ვარ, რომ ეს იდეა აქ ასე აიტაცეს. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა სრულად შეესაბამება თქვენს გეგმებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გამყარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროკომისარმა და აღნიშნა, რომ ამ გზით, საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ნიჭიერ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისწავლონ ევროპული კულტურა, ენები, აითვისონ შესაბამისი უნარები და ხელს შეუწყობს მათ, ადვილად განაგრძონ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^