Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რისი გაყიდვაა მიზანშეწონილი სკოლის ბუფეტებში - მინისტრის ბრძანება

06 მაისი, 2017 17:29

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვებაში აიკრძალოს შემდეგი პროდუქტები:  საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი; ასევე მიზანშეწონილია სკოლის ბუფეტებში არ გაიყიდოს მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; სოკო ნებისმიერი ფორმით; დაკონსერვებული პროდუქტები; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა და თერმულად დაუმუშავაბელი კვერცხი;

ამავე ბრძანების მიხედვით, მიზანშეწონილია სასკოლო კვების ორგანიზებისას გამოიყენებოდეს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენი ან დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული იყოს კალციუმით), ჩაი, კაკაო, ხილი და ბოსტნეული.

მინისტრის ამავე ბრძანებულების თანახმად, ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების მონიტორინგი საჯარო სკოლებში ევალება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს საჯარო სკოლის დირექციასთან ერთად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^