.jpg)
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა 3-4 წლის ვადაში მოხდება. ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე კი თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ზოოპარკის გადატანა ეტაპობრივად მოხდება, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ მიზნით დაახლოებით 30-40 მლნ ლარია საჭირო.
„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წინა წელს ძაღლსაშენი აშენდა და იქ ძაღლები გადაიყვანეს. წელს 20-მდე სხვადასხვა ვოლიერი გაკეთდება და ცხოველების გადაყვანა მოხდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.