Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარია გაბრიელი ევროკომისრის თანამდებობაზე წარადგინეს

10 მაისი, 2017 15:46

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი ევროკომისრის თანამდებობაზე წარადგინა. 

„მისი პროფესიული უნარი და ევროპარლამენტში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება მარწმუნებს, რომ მარია გაბრიელი კომისიის მუშაობაში მნიშვნელოვან და ღირებულ წვლილს შეიტანს" - თქვა პრემიერმა. 

Reuters-ის ინფორმაციით, ბოიკო ბორისოვმა გაბრიელის ნომინირების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად პარასკევს განიხილა. გაბრიელის კანდიდატურაზე კომისიაში მომდევნო კვირაში იმსჯელებენ. 

ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი იყო. სწორედ ის უწევდა ლობირებას საქართველოსთვის უვზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტში. 

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობენ. 

მარია გაბრიელი ევროპარლამენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^