Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: 22%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლის შემდეგ საქართველო ეროვნულ იდენტობას დაკარგავს

12 მაისი, 2017 11:54

NDI-ის აპრილის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 38% მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს არ მოუტანს. საპირისპირო მოსაზრება აქვს მოსახლეობის 51%-ს. 

78% ფიქრობს, რომ მიუხედავად უზივო მიმოსვლის შესაძლებლობისა, რიგითი ადამიანები ამას ფინანსურად ვერ გასწვდებიან. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 14%. 

მოსაზრებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ქართული მენტალიტეტის დაკარგვას გამოიწვევს, 26% ეთანხმება, 60% კი არ ეთანხმება. 

22%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლის შემდეგ საქართველო ეროვნულ იდენტობას დაკარგავს, რასაც არ იზიარებს 65%. 

NDI-ის 2017 წლის აპრილის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. 

მოსახლეობის 65% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, 21% კი - ევრაზიულ კავშირში. 

NDI-ს საკვლევი პერიოდი 7 – 28 აპრილს მოიცავდა. კვლევის ფარგლებში 2,493 ინტერვიუ ჩატარდა.  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით  ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^