Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე კანაფის დათესვის საქმეზე: სასამართლო გადაწყვეტილება პრეცედენტულია

15 მაისი, 2017 11:47

„გირჩის“ ოფისში ზურაბ ჯაფარიძემ 84 ძირი კანაფის დათესვის საქმეზე ბრიფინგი გამართა. მან იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც კანაფის დათესვის საქმეს მოჰყვა. 

„10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განიხილეს საქმე, რომელიც შეეხებოდა 2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს - კანაფის საჯაროდ დათესვას.
როგორც იცით ამ აქტიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩის“ ოფისიდან ამოიღო 84 ძირი კანაფის ნერგი.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება), რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 12 წლამდე.

მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, იმ მოტივოთ, რომ „გირჩის“ ოფისიდან ამოღებული კანაფი არ შეიცავდა სათანადო ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას - ტერტაკანაბინოლს და საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

10 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქმე და 84 ძირი მარიხუანის დათესვისთვის 500 ლარით დააჯარიმა „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

ჩვენ არ ვაპირებთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პრეცედენტი და კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის გაადამიანურების მიმართულებით. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, აზრს კარგავს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნაწილის კრიმინალიზება, რომელიც კანაფის დათესვას შეეხება.

ამ სასამართლო გადაწყვეტილებამ, ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე, ნათლად დაგვანახა 2016 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის კონკრეტული შედეგი - 84 ძირამდე კანაფის დათესვა, აღარ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. გვესმის, რომ ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ სწორედ ეს იყო ამ დაუმორჩილებლობის აქტის მიზანიც.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მივიჩნევთ, რომ ეს ზღვაში წვეთია; საქართველოში რჩება არაადამიანური და ადამიანის ღირსების შემლახველი ნარკოპოლიტიკა და გირჩი გააგრძელებს აქტიურ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს უდანაშაულო ადამიანების ტერორი,“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^