Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოხის ნაგებობის წარმომავლობას ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები შეისწავლიან

15 მაისი, 2017 16:06

მოხის კომისიის ე.წ. სადავო ნაგებობის წარმომავლობის დასადგენად სახელოვნებათმცოდნეო და არქეოლოგიური კვლევები ჩატარდება - ამის შესახებ „ლიბერალს“ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა.

მისი განმარტებით, პირველ რიგში საკადასტრო აზომვები უნდა ჩატარდეს.

„ტერიტორია შემოიღობება, საქონელი რომ არ შევიდეს და დაბინძურებისგან დავიცვათ. შენარჩუნდება ისეთი სახით, როგორიც არის. კედლები გამაგრდება. გადახურვას არ ექვემდებარება, რადგან არ ვიცით, ადრე როგორი გადახურვა ჰქონდა. შემდეგ დავგეგმავთ არქეოლოგიურ სამუშაოებს. კომისიისგან ობიექტის დაცვის დავალება მივიღეთ. იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და მთავარია მისი დაცვა“ - ამბობს ანთიძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დაიწყება ობიექტის გამოკვლევა.

„საჩქარო აღარ არის, რადგან მლოცველებს ექნებათ სალოცავად ალტერნატიული ადგილი. არქეოლოგიური შესწავლა ეტაპობრივად მოხდება“ - ამბობს ანთიძე.

შეკითხვაზე, მიეცემათ თუ არა ობიექტში ლოცვის საშუალება მოხის მცხოვრებლებს კონსერვაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანთიძე პასუხობს, რომ მისი დათვალიერების საშუალება ყველას ექნება, თუმცა რაც შეეხება ლოცვას, ეს რელიგიის სააგენტოს კომპეტენციაა.

2016 წლის 16 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ მოხის კომისიას ნაგებობის წარმომავლობის შესწავლა დაახლოებით 200 000 დოლარი უჯდებოდა. ამასთან, კომისიის შემადგენლობაში არ იყვნენ კომპეტენტური პირები იმისთვის, რომ ნაგებობის წარმომავლობა გამოეკვლიათ.

ვაშაყმაძე: მოხეში მუსლიმ თემს ლოცვის პრობლემა არ ჰქონია

კომისიამ, რომელიც ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შეიქმნა, 2 წლის შემდეგ მუშაობა ამ მიზნის შეუსრულებლად დაასრულა. ნიკოლოზ ანთიძე არ აქვს პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ დაასახელა ზაზა ვაშაყმაძემ კვლევის სიძვირე მიზეზად, თუკი ახლა იგივე ხარჯი ძეგლთა დაცვის სააგენტომ უნდა გასწიოს.

მოხის ნაგებობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ზაზა ვაშაყმაძის თქმით „ყველაფერი არის ხუთიანზე"

კომისიის გადაწყვეტილებით, მოხის ნაგებობა არც მუსლიმ და არც ქრისტიან თემს არ გადაეცემა. ამ გადაწყვეტილებას როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი თემის უკმაყოფილება მოჰყვა. მუსლიმები ნაგებობის მეჩეთის სტატუსით აღდგენას მოითხოვენ. კომისიის გადწყვეტილების შემდეგ მათ ნაგებობასთან ღია ცის ქვეშ განაგრძეს ლოცვა. ადგილობრივი ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ იგი ეკლესიის ქვებით არის ნაგები და მის მეჩეთად აღდგენას ეწინააღმდეგებიან. 

აღსანიშნავია, რომ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის შემდეგ ვერც მუსლიმი და ვერც ქრისტიანი თემი მის საკულტო ნაგებობად აღდგენას ვეღარ შეძლებს, რადგან ამ უკანასკნელს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

მოხის საჯილდაო ქვები 

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

დღეს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოხის „კომისიის მანდატი და კომპეტენცია სადავოა და რესტიტუციასთან დაკავშრებული საკითხების გადწყვეტის მიუღებელი პრეცედენტის შექმნის მცდელობაა, რომელიც შენობის კუთვნილების დადგენის მიზანს ისახავს პოლიტიკური და არა სამართლებრივი პროცედურებით". 

ანგარიშის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება სცდება მის მანდატსა და მიზნებს. 

რელიგიათა საბჭო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დროულად შეიმუშაოს სოფელ მოხეში სადავოდ გამხდარი ისტორიული რელიგიური საკულტო ნაგებობის ნამდვილი მესაკუთრისთვის გადაცემის სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც სასამართლოს მხრიდან ეფექტურ კონტროლს დაექვემდებარება და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პოლიტიკური კომპრომისების შესაძლებლობა.

EMC: მოხის ნაგებობაზე დავის გადაწყვეტა სახელმწიფომ პოლიტიკური მოლაპარაკების საგნად აქცია

TDI ბათუმისა და მოხის მეჩეთებზე: სახელმწიფო კიდევ ერთხელ ავლენს დისკრიმინაციულ პოლიტიკას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^