Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რელიგიათა საბჭო: სკოლები კალენდრის შედგენისას რელიგიურ მრავალფეროვნებას არ ითვალისწინებენ

15 მაისი, 2017 18:41

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო სკოლებსა და უნივერსიტეტებს სასწავლო წლის კალენდრის შედგენისას მოსწავლეთა და სტუდენტთა რელიგიური ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. 

საბჭოს მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სასწავლო კალენდრის შედგენისას არ არის გათვალისწინებული საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნება; კერძდ, არ არის გათვალისწინებული მოსწავლის მიერ გამოცდების, ოლიმპიადების ან სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის გაცდენის რელიგიური მიზეზები. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც საბჭო ამახვილებს ყურადღებას, სასკოლო სახელმძღვანელოებში დომინანტი კულტურისა და რელიგიის უპირატესობის წარმოჩენის სურვილია. 

„საქართველოში არსებული სხვა რელიგიური დონომინაციების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისადაა ან უარყოფით კონტექსტშია მოწოდებული. ზოგჯერ ინფორმაცია არასრულყოფილილია იმისთვის, რომ დაიფაროს ქართულ კულტურაში სხვადასხვა რელიგიების კვალი" - ნათქვამია საბჭოს მიერ მომზადბეულ დოკუმენტში, რომელიც განათლების სამინისტროს მოუწოდებს, სახელმძღვანელოს სტანდარტების შემუშავებისას ერთ-ერთ კრიტერიუმად რელიგიურად დაბალანსებული, არატენდენციური, პოზიტიური შინაარსი გამოიყენოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარ ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აირჩიეს. მოსამართლეებმა მხარი გიორგი მიქაუტაძის კ ...
24 ივნისი
24 ივნისი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი მოსა ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ოთხი  მოსამართლე წევრი აირჩიეს. ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ ...
24 ივნისი
24 ივნისი

LIVE: შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! ...

შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! - შშმ პირები აქციას მართავენ. აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ა ...
^