Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: თუ ხისტ ძალას არ გამოიყენებ, ას კაცს ნებისმიერი ღონისძიების მარტივად ჩაშლა შეუძლია

15 მაისი, 2017 20:50

„განხილვის გაგრძელება დღეს იყო შეუძლებელი. ჯგუფი იყო საკმაოდ მცირე, 100 კაცამდე, „აუდიტორია 115“ და ასევე იყვნენ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ჰქონდათ ორგანიზებული პროვოკაცია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რადიო პალიტრის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.

მისი თქმით, მათ გუშინ ჰქონდათ ინფორმაცია „ამ პროვოკაციების თაობაზე" და მისი აღკვეთა რეალურად შეუძლებელი იყო.

„გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც იგეგმება ექსტრემისტული ღონისძიება, უნდა გამოიყენო ხისტი ძალა, სხვაგვარად ასეთი პროვოკაციის აღკვეთა შეუძლებელია. მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, 100 კაცს შეუძლია მათ შორის 2500 კაციანი ღონისძიების ჩაშლა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ რბილი, მათ შორის ექსტრემისტული ძალების მიმართ. თუ ხისტ ძალას არ გამოიყენებ, ასეთ შემთხვევაში 100 კაცს შეუძლია ნებისმიერი ღონისძიების მარტივად ჩაშლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით, გადავწყვიტეთ არ გამოგვეყენებინა ხისტი ზომა ამ პროვოკაციასთან მიმართებაში", - განაცხადა კობახიძემ. 

რაც შეეხება თბილისში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას, მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო კომისია ხვალ იმსჯელებს, თუ როგორ გაგრძელდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი.

„ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. ხვალ გაიმართება საორგანიზაციო კომისიის სხდომა და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი. პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. კონკრეტულად რა შეხვედრები, სად, როგორ, ეს დაიგეგმება ხვალინდელ სხდომაზე", - განაცხადა კობახიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^