Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზღვისა და ქარის ხმები თბილისის ცირკში - ფესტივალი SOU 2017 TETE NOISE-მა გახსნა

16 მაისი, 2017 17:47

გუშინ, 15 მაისს თბილისის ცირკში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU ქართველი მუსიკოსისა და პროდიუსერის, სანდრო ჩინჩალაძის პროექტმა TETE NOISE და სიმებიანმა კვარტეტმა The Stringers-მა გახსნეს.

კონცერტი 22:30 დაიწყო; ჩაბნელებულ დარბაზში სცენა  გრიშა ლიხტენბერგერის ვიზუალით იყო განათებული. თბილისის ცირკის არენაზე ქარისა და ზღვის ხმა მუსიკად ტრანსფორმირდა. TETE NOISE-ის ემბიენტ მუსიკას პერფორმანსის მეორე ნაწილში სიმებიანი კვარტეტის მელოდიაც შეემატა.

TETE NOISE-მა 2017 წელს ორი ალბომი გამოუშვა Artificial Frequencies For Daydreamers და Erase Me From the Clusters. მისი ინსპირაცია ბუნებისა და ქალაქის ხმებია. TETE NOISE-ის გარდა სანდრო ჩინჩალაძემ 2007 წელს შექმნა მუსიკალური პროექტი Me and My Monkey, რომელიც 2010  წელს კონკურს NEWCOMERS-ის გამარჯვებული გახდა. 

სიმებიანი კვარტეტი  The Stringers კი 2012 წლიდან შეიქმნა. კვარტეტიდან ორი წევრი ვიოლინოს, დანარჩენი ორი კი ვიოლას და ჩელოს უკრავენ.

ფესტივალ SOU-ს ფარგლებში განსხვავებული სივრცეები ქართველ და უცხოელ არტისტებს დაეთმობა. დღეს რუსთავის სახელმწიფო თეატრში, გერმანელი მუსიკოსი კარსტენ ნიკოლაი, იგივე ალვა ნოტო ფესტივალზე განათების გამოსახულებისა და ხმის ახალ კვლევას წარადგენს, სახელწოდებით, UNIEQAV.

SOU 2017 5 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალის თემაა „სხვა ზღვა“ – „სხვა ზღვა, არც ერთი კონკრეტული ზღვა არ არის - არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით. არც შავი, არც სხვა. სხვა ზღვა წარმოსახვითი ზღვაა, რომელიც ტერიტორიის გარშემო უკვე არსებულ ნაკადებს ანაცვლებს და სრულიად ახალ სააზროვნო სივრცეს ხსნის“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^