Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115": სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტ თემს

17 მაისი, 2017 12:08

„სიცოცხლის უფლება, შრომის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ის, რის უზრუნველყოფასაც მოითხოვს ლგბტ თემი", - „აუდიტორია 115" ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აუდიტორია 115" სოლიდარობას უცხადებს ამ ადამიანებს და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ თემის ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.

არ გვავიწყდება ის, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები იბრძოდნენ და იბრძვიან სოციალური სამართლიანობისთვის, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის!

აუცილებლად, ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს პოლიციის კორდონები აღარ გაჰყოფს. ჩვენ, ჩაგრულ ადამიანებს, არ გვაქვს ფუფუნება დაყოფის და დანაწევრების, ერთმანეთთან დაპირისპირების. 

ჩვენ გაგვაერთიანებს ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ!", - აცხადებენ „აუდიტორია 115-ში".

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

„ქართულმა ოცნებამ“ 11 640 441, ხოლო „ევრ ...

1  ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მოქანდაკე გოგი ოჩიაური გარდაიცვალა

მოქანდაკე და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჩიაური 192 ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

ჯორჯ სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას" 18 ...

ჯორჯ სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას" 18 მლრდ დოლარამდე გადაურიცხა - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street ...
^