Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქალაქე ამბობს, რომ დღეს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

17 მაისი, 2017 15:49

 25 წლის გიორგი ლომიძემ (სახელი და გვარი შეცვლილია) Facebook-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მას ცემის კვალი აღენიშნება. როგორც გიორგი „ლიბერალთან“ ამბობს, მას ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს.

„ავლაბარში ვიყავი და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბირჟა იყო, რამდენიმე ტიპი იდგა და მე რომ დამინახეს დაიწყეს შეძახილები „პიდარასტების დედა მო****ნ“. მე ეს თავიდან არ შევიმჩნიე; მერე ერთი მათგანი მოვიდა, სიგარეტი ხომ არ გაქვსო და არა-მეთქი; მერე ჩემს ტატუზე გააკეთა აქცენტი რა გახატიაო, არაფერი-მეთქი და უხეშად ვუპასუხე, თავი დაენებებინა. მერე ხელი მტაცა ერთმა და გადამიყვანა შესახვევში; ხალხი იქაც მოძრაობდა; ერთხელ დამარტყა, მერე ამერია ყველაფერი, აზრზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა და გავიქეცი, ტაქსიში ჩავჯექი და წავედი მეგობართან“, - ამბობს გიორგი.

როგორც ის ამბობს, მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ჯერ არ უცნობებია. 

„პოლიციაში არ დამირეკავს, პირველად მოხდა ასეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში და თან მარტო ვიყავი...“, - ამბობს გიორგი 

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^