Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეკანოზი თამაზ ლომიძე: მსვლელობები და მარშები არ ჭირდება ოჯახის სიწმინდეს

17 მაისი, 2017 18:44

"რუსთაველზე კი ნუ გაიჭრებით, ამ კაცს ჰკითხეთ, რა არის მისთვის ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე. სანამ სიწმინდემდე მივალთ, ჯერ ოჯახის გადარჩენაა საჭირო, რომ ოჯახმა ელემენტარული არსებობა, მეუღლემ მეუღლესთან და მშობელმა შვილთან ყოფნა და მისი აღზრდა შეძლოს. მსვლელობები და მარშები არ ჭირდება ოჯახის სიწმინდეს, ამათთვის შრომა და დახმარებაა საჭირო". - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტში - "სა-17-მაისოდ" - და ჭიათურელი მუშის ვიდეოს აზიარებას, სადაც მუშა მისი და მის თანამშრომლების გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს:

 

"ოჯახის დღე თუ აღინიშნება, უნდა აღინიშნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გრანდიოზული საქველმოქმედო აქციებით ოჯახების დასახმარებლად ყველა სოფელში თუ დაბაში, ქალაქსა თუ რაიონში და ამის ორგანიზებას სახელმწიფოსთან ერთად პირველ რიგში ეკლესია უნდა აკეთებდეს. კარგი, ჩავიარეთ დღეს რუსთაველზე ხატებით, დროშებით და პარაკლისებით. შემდეგ? ხვალ რა ეშველება ამ გატანჯული კაცის ოჯახს? ემახსოვრება ის და მისი ოჯახი ვინმეს? ბოლომდე მოუსმინეთ, რას ამბობს ოჯახზე. 
 ევროპაში ოჯახის დღეები ჰქვია დღეებს, როცა გრანდიოზული ფასდაკლებები და შეღავათები ცხადდება სხვადასხვა პროდუქტებზე თუ სხვა მომსახურებაზე ოჯახებისთვის". - ვკითხულობთ დეკანოზის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აგვისტო
18 აგვისტო

გიორგი სიგუა: საგამოძიებო სამსახურში ფეს ...

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვიდან შესვენებაზე გამოვიდა. ...
18 აგვისტო
18 აგვისტო

სემეკის სხდომათა დარბაზში „ლეიბორისტული ...

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა ხმაურის გამო შეჩერდა. სხდომათა დარბაზში & ...
18 აგვისტო
18 აგვისტო

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფი ...

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. მისი თქმით, ...
^