Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული: ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა

17 მაისი, 2017 18:55

შსს-ში როცა მიმიყვანეს, მითხრეს სახელმწიფოსთან ბრძოლაში ვერ მოიგებო, - ამის შესახებ დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა თორნიკე კაჭარავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც კაჭარავამ აღნიშნა, მისთვის თავდაპირველად იარაღის ჩადება უნდოდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. 

„ვიყავი საავადმყოფოში ანალიზების გასაკეთებლად. გარეთ რომ გავედი, შემხვდა დავით კიკნაძე. უკნიდან შემდეგ რამდენიმე ადამიანი მომეპარა და დამაგდეს ძირს. მითხრა კიკნაძემ - კაჭარავა დაწექი ძირს, იარაღს ინახავო. მივხვდი, რომ იარაღის ჩადებას აპირებდნენ და ვუთხარი, არავითარი იარაღი არ მაქვს, საავადმყოფოში ვიყავი, სადაც წელს ზემოთ გახდილი მქონდა და შანსი არაა იარაღი მქონდესთქო. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და რამდენიმე ქუჩის მოშორებით გადამიყვანეს. როცა გაჩერდა მანქანა, ცოტა ხანი ზოგად თემებზე მელაპარაკებოდნენ, შემდეგ კი ერთ ფეხზე ფეხსაცმლის გახდა დამიწყეს იძულების წესით. ამ დროს ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა", - განაცხადა კაჭარავამ. 

მოსამართლის კითხვაზე, გააცნეს თუ არა მას დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მისთვის არავითარი დოკუმენტი არ წარუდგენიათ.

მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლის, დავით კიკნაძის მხრიდან დაკავებამდე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მასზე ზეწოლას. 

სააგენტოს ცნობით, მოსამართლე ელენე გოგუაძემ პროკურორს თორნიკე კაჭარავას მიერ გაკეთებული განცხადებისა და მოყვანილი ფაქტების გამოძიება და მათზე რეაგირება დაავალა. 

მოსამართლე დაინტერესდა, იყო თუ არა პროკურორისთვის ის ინფორმაცია ცნობილი, რაც დღევანდელ პროცესზე პრეზიდენტის შვილის მეგობარმა გააჟღერა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^