Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქცია მერიასთან - მშობლები აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში ცვლილებებს აპროტესტებენ

18 მაისი, 2017 12:02

თბილისის მერიასთან მშობლები აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ საკრებულო მას არ დაამტკიცებს. საუბარია 7 წლის და ზემოთ ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსებული სეანსების რაოდენობის შესაძლო შემცირებაზე. მშობელთა განცხადებით, მათ ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„მერიამ სხდომაზე გაიტანა და დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც ჩვენთვის არავის უთქვამს. თურმე, მიმდინარეობდა შეხვედრები სერვისპროვაიდერებთან და ეს ჩვენ არ ვიცოდით. როგორც მერიაში აცხადებენ, სერვისპროვაიდერების რჩევით შემცირდა 20 საათი 15 საათამდე. არადა, კვლევების თანახმად, ეს 20 საათიც ძალიან მცირეა. ჩვენთვის დაუშვებელია ის, რომ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღეს ეს გადაწყვეტილების და დიდი იმედი მაქვს, რომ საკრებულო ამას არ დაამტკიცებს“,- განუცხადა მერიასთან გამართულ აქციაზე  „ლიბერალს“ მარი კორკოტაძემ.

მისი თქმით, დილით ესაუბრა საკრებულოს წევრს, ირაკლი ფავლენიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ მერიის წარმომადგენლებს შეხვედროდა. კორკოტაძის თქმით, მან საკრებულოს წევრისგან პირობაც მიიღო, რომ პროგრამის გაუარესებას არ დაუშვებდა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნამდვილად ასე იქნება. ახლა ველოდებით, მერია როდის გამოგვეხმაურება, შეხვედრას როდის მოინდომებენ და რას გვეტყვიან. შემდეგ წავალთ უკვე საკრებულოში შეხვედრაზე“.

თბილისის მერიამ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის წესში ცვლილებები შეიტანა და  პროექტი უახლოეს დღეებში დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება განსახილველად.

შეგახსენებთ, რომ წესში ცვლილებებს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვდნენ და ამ მიზნით ორიოდე თვის წინ არაერთი აქციაც გაიმართა. მშობლები პროგრამაში იმ ბავშვების ჩასმას მოითხოვდნენ, რომლებსაც  თბილისში რეგისტრაციის თარიღის გამო უთხრეს უარი და ასეთი სულ 36 მდე ბავშვი იყო.

მერიამ მშობლების მოთხოვნა გაითვალისწინა თუმცა, როგორც უწყების განცხადებიდან გახდა ცნობილი, ამ ცვლილებასთან ერთად მერია 7 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის დაფინანსების წესით შეცვლასაც გეგმავს.

15 სეანსი 20 ნაცვლად - ცვლილებები აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში შესატან ცვლილებებს ეხმაურება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^