Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლისის ტბის მიმდებარედ სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

18 მაისი, 2017 12:25

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლისის ტბის მიმდებარედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავა. მათ შორისაა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელიც. ხოლო კიდევ ერთი პირის მიმართ, ამავე ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებით, კერძოდ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებითა და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით, თაღლითურად მიითვისეს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. (1,5 ჰა) მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციის შედეგად, ბრალდებულები კანონსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 1 000 000 ლარზე მეტს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ძველი მიღება-ჩაბარების აქტების ცარიელი ბლანკები“,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს სგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^