Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: ქალაქებისთვის თემის შეერთება, თვითმმართველობის უფლების დაკარგვას ნიშნავს

18 მაისი, 2017 13:06

„ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადაგზავნის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს", - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რაც რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას როგორც 7 ქალაქის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის.     

„ასევე, ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმისათვის, რომ საკრებულოებმა ერთხმად დაუჭირონ მხარი სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს.

სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ეს მით უფრო გასაკვირია, როცა 29 მარტს 130-მდე არასამთავრობო, სათემო და მედიაორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მზად ვიყავით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან არანაირი  დიალოგის სურვილი ან კონსულტაციის მცდელობა არ მოჰყოლია.

აღნიშნული ინიციატივის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს არა მარტო სამოქალაქო სექტორს, არამედ იმ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება. ეს განწყობა კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა რეგიონებში კონსტიტუციის განხილვის დროს მოქალაქეების გამოსვლებისას.

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო განხილვებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაუმალეს სიმართლე და არ უთხრეს, რომ ცვლილებათა პაკეტი, პრაქტიკულად, უკვე მზადაა და სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში სულ მალე დადგება.

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესი წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, აგრეთვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უახლოეს დღეებში, საკრებულოებისთვის ინიციატივის გადაგზავნამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, ვინ არის ინიციატივის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, რათა განვიხილოთ თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული წინადადებები", - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,

რეგიონის განვითარების ცენტრი,

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი,

კივიტას გეორგიკა,

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“,

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი,

საქართველოს მედია-კლუბი,

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი,

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“,

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,

ადამიანის უფლებათა ცენტრი,

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი,

სათემო განვითარების ცენტრი,

გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი),

„საუნჯე“ (ზუგდიდი) საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია,

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი,

ევროპის ფონდი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^