Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშობელი: გელა ჩივიაშვილმა გვითხრა, არასამთავრობოებს თავი არ გამოაყენებინოთო

18 მაისი, 2017 13:38

მერიაში აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისა და მერიის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მშობელმა, მარი კორკოტაძემ „ლიბერალს“ განუცხადა, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართებოდა. თუმცა ასე არ მოხდა.

„გელა ჩივიაშვილის მხრიდან იყო აგრესიული და ხმამაღალი საუბარი. მან პირდაპირ მოგვიწოდა ჩვენ, მშობლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ნუ გამოვაყენებინებთ თავს. თითქოს როცა ჩვენ შვილებისთვის ვიბრძვით, ამ დროს ვიღაც გვიყენებს. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. მე ვარ დედა, რომელიც ამ წუთებში ჩემი შვილის უფლებების დასაცავად ვიბრძვი და მე ამაში იურისტების მხარდაჭერა მჭირდება. ეს იურისტი იყო შეხვედრაზე და სწორედ მისი თანდასწრებით გვითხრა გელა ჩივიაშვილმა".

მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა ხელი საკრებულოსკენ გაიშვირა და განაცხადა, რომ საკრებულოს გადასაწყვეტია, ეს ბავშვები დაფინანსდებიან თუ არა და მიიღებს თუ არა ის ამ ცვლილებას. 

„გამოდის, რომ ჩვენ საკრებულოსთან უნდა გავაგრძელოთ ეს აქციები. ახლა ვესაუბრე ირაკლი ფავლეიშვილს და პირობა მომცა, რომ როცა სხდომაზე გავა ეს საკითხი, განხილვის პროცესში ჩვენ, მშობლებიც მივიღებთ მონაწილეობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენს შვილებს სჭირდებათ. და არა როგორც სერვისპროვაიდერები და მერია ფიქრობს. ჩვენ გელა ჩივიაშვილმა გადმოგვცა ის ოფიციალური დოკუმენტი, სადაც სერვისპროვაიდერები პირდაპირ ეუბნებიან, რომ შეამციროს საათების რაოდენობა. მერია ამბობს, მე მათ აზრს ვითვალისწინებო. ყველა სერვისპროვაიდერს აქვს ხელი მოწერილი“. 

დღევანდელ შეხვედრას არასამათავრობო ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმღძვანელი ანა აბაშიძეც ესწრებოდა. როგორც მან „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, მერიის წარმომადგენლებმა მთელი პასუხისმგებლობა საკრებულოს დააკისრეს. ანა აბაშიძისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი მერიის წარმომადგენელთა მშობლებისადმი აგრესული და უპატივცემულო დამოკიდებულებაა. 

დღეს თბილისის მერიასთან მშობლებმა აქცია გამართეს და აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს. საუბარია 7 წლის და ზემოთ ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსებული სეანსების რაოდენობის შესაძლო შემცირებაზე. მშობელთა განცხადებით, მათ ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ

აქცია მერიასთან - მშობლები აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში ცვლილებებს აპროტესტებენ

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში შესატან ცვლილებებს ეხმაურება

15 სეანსი 20 ნაცვლად - ცვლილებები აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^