Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსჯავრდებული: 2 დოზა LSD-ს გამო 9.5 წელი მომისაჯეს

18 მაისი, 2017 15:07

„2012 წელს მივდიოდი ე.წ. „მალჩიშნიკზე", საკუთარ „მალჩიშნიკზე" და მქონდა 2 დოზა LSD. სინამდვილეში რომ გითხრათ, არც ვიცოდი, რომ მიჭერდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში არსად არ იჭერენ ამაზე და არც გამიაზრებია თავში... ამიყვანეს, აღმომაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობა, მომცეს 9.5 წელი“, - ვანო მაჭავარიანი, მსჯავრდებული. ამის შესახებ ის ეკა ხოფერიას ტოქშოუში ჰყვება. ინტერვიუ №16 პენიტენციური დაწესებულებაში ჩაიწერა.

ის სასჯელს უკვე 3,5 წელია იხდის. 30 წლის იყო, როდესაც დაიჭირეს.

„მეორე დღეს უნდა მომეყვანა ცოლი. როდესაც 9.5 ნახევარს გაძლევენ, მგონი ცოტა ძნელია, უთხრა ვინმეს, დამელოდეო ან კიდევ მოელოდე, რომ დაგელოდოს. უბრალოდ ვუთხარი კარგად, შენ შენი გზა, მე ჩემი გზა... ძალიან გამიჭირდა, ძნელი იყო, ამ მომენტისთვის არავინ არ ჰყავს, ასე ვთქვათ, მელოდებასავით, მაგრამ მე არც მოკლევადიან პაემანს ვაკეთებ, არც გრძელვადიანს. ანუ არ მინახავს 3.5 წელი. ჩემთვისაც ძნელი იქნება ნახვა და მისთვისაც“, - ამბობს მაჭავარიანი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, LSD-ს შემთხვევაში (ასევე 203 დან 147 ნივთიერებაზე) არ არის განსაზღვრული მცირე ოდენობა. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მცირე დოზა დიდ ოდენობად მიიჩნევა.
 

ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე

წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ჩანაწერებს აქვეყნებს.  ჩანაწერის ...
24 სექტემბერი
24 სექტემბერი

ზალკალიანი: მოგერინის მხრიდან მაღალი შეფ ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგ ...
24 სექტემბერი
24 სექტემბერი

სასამართლომ დამნაშავედ ცნო შვილი, რომელი ...

თბილისის საქალაქო  სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  & ...
^