Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატის შვილის ავტოავარიით დაღუპვაში სამართალდამცავებს ადანაშაულებენ

18 მაისი, 2017 15:37

16 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა. იგი პარლამენტარ ირაკლი ხახუბაიას შვილია. 

მომხდარს სოციალურ ქსელში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის “ თავმჯდომარე ზვიად კუპრავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ავტოავარია პოლიციის უკანონო ქმედებას მოჰყვა. 

„სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედებას კიდევ ერთი ახალგაზრდა, 21 წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლე ემსხვერპლა. წუხელ, დაახლოებით 4-5 საათზე, გამთენიისას საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. რომელმაც, მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა.

ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.

ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო. ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკენონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად იღუპებიან ადამიანები.

შს-მინისტრი, პენტჰაუსის ტიპის საცხოვრებელში, ბიუჯეტიდან იხდის თვეში 7 ათას ლარს, ხოლო საპატრულო პოლიცია თანხის დაზოგვის მიზნით არ არის აღჭურვილი „ზღარბი პოლიციელებით“, რომლითაც უსაფრთხოდ და უვნებლად, საბურავების ჩაფუშვის ხარჯზე შეიძლება მანქანის გაჩერება და დამრღვევ მანქანებს, სრულიად უკანონოდ და აქამდე უპრეცედენტოდ, ტრაილერებით უკეტავენ გზას“,- ნათქვამია კუპრავას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: qartli.ge 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ქართულ არჩევნებში ბრიტანელის საარჩევნო კ ...

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბრიტანელი ჟურნალისტიც მონაწილეობს. თბილისში, საბურთალოს რაიონში კენჭს ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 კანდიდატიდ ...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა  კი კენჭ ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

წითელ ნუსხაში დაცული სვავის მოკვლის ფაქტ ...

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს ორ პიროვნებას ნანადირევი მკვდარი სვავი ...
^