Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთაგან შემდეგ ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა

18 მაისი, 2017 15:59

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გამოცდა უცხოურ ენაში დასრულდა და გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა. მათთან გასაუბრება თვის ბოლომდე გაიმართება. ესენი არიან:

ადეიშვილი ირაკლი
ალანია თამარ
ალექსიძე თამარ
ბაქაქური ნინო
ბაჩიაშვილი იოსებ
ბოხაშვილი ბესარიონ
გაბისონია თამარ
გელაძე ნატალია
გეწაძე შოთა
დობორჯგინიძე ვერა
დონდოლაძე ირაკლი  
ვარძელაშვილი კონსტანტინე
კვირიკაშვილი მაია
კემულარია რუსუდან
კორკელია კონსტანტინე
ლეგაშვილი ნიკოლოზ
მესხიშვილი ქეთევან
მესხორაძე ლევან
პაპუაშვილი გიორგი
სვანიძე ერიკ
ჭანტურია ლადო
ჯანდიერი დავით
ჯაფარიძე სოფიო
ხითარიშვილი ლუიზა
 

იმისათვის, რომ კანდიდატი გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე, უნდა აკმაყოფილებდეს ენის ცოდნის B1 დონეს. უწყების ინფორმაციით, კანდიდატებს უფლება ჰქონდათ, ევროსაბჭოს ორი ოფიციალური ენიდან (ინგლისური, ფრანგული) აერჩიათ ერთ-ერთი და ჩაებარებინათ გამოცდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევ კონკურსში 68 კანდიდატი მონაწილეობდა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ უცხოური ენის გამოცდაზე 25 კანდიდატი მიიწვია. უცხოური ენის ცოდნის დონის შემოწმების შემდეგ გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატია გადასული, რომელთაგან, საბოლოოდ, კომისია ხუთ კანდიდატურას შეარჩევს, ხოლო მათგან სამ კანდიდატურას მთავრობა დაასახელებს.

კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს ქულას, რომლის მეშვეობითაც თითოეული კანდიდატის ჯამური ქულა გამოითვლება. ამის საფუძველზე, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. თითოეულში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები საბოლოო 5-კაციან სიაში მოხვდებიან. სამინისტროს განმარტებით,  ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, კანდიდატთა ხუთპირიანი სია საქართველოს მთავრობას წარედგინება, რომელიც ნებისმიერ სამ კანდიდატს შეარჩევს. მათი ვინაობა და საბუთები  თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ მათგანს. კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი; სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა. 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში  47 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან შერჩეულმა სამმა კანდიდატმა - ევა გოცირიძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ბადაშვილმა ევროსაბჭოს მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატს აქვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^