Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჯორჯიან მანგანეზი": სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, კომპანია პარალიზებულია

19 მაისი, 2017 11:30

„ჯორჯიან მანგანეზში" შეყვანილი სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, „ჯორჯიან მანგანეზი" პარალიზებულია, - ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს. 

„11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც. სხვა და სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად მუშაობას.

ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის ჯი-ეი-ეი-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის „ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის“ წარმომადგენელი ესაუბრა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე.

„ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი“ საჯაროდ გამოხატავს მზადყოფნას, ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, „კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს წარმოებული დათვალიერების შედეგად. 

გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს ვითარებას ქმნის.

შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა სამართლიანად დააკმაყოფილა სასამართლომ და კომპანიაში შეიყვანა სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე“.

„ჯორჯიან მანგანეზში“ მძიმე დარღვევების გამო სპეციალური მმართველი დაინიშნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ქართულ არჩევნებში ბრიტანელის საარჩევნო კ ...

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბრიტანელი ჟურნალისტიც მონაწილეობს. თბილისში, საბურთალოს რაიონში კენჭს ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 კანდიდატიდ ...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა  კი კენჭ ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

წითელ ნუსხაში დაცული სვავის მოკვლის ფაქტ ...

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს ორ პიროვნებას ნანადირევი მკვდარი სვავი ...
^