Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰერბერტ ზალბერს დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან

19 მაისი, 2017 11:53

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჰერბერტ ზალბერს დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან. 

ზალბერი რამდენიმე დღის წინ სოხუმში იმყოფებოდა, მანამდე კი ცხინვალში გამართა შეხვედრები. გავრცელებული ინფორმაციით ზალბერი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული თანამდებობის დაკავება მიულოცა.

იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის განცხადების გამო, რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. იგი საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა. როგორც იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, ევროკავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს და რომ ის გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას, კონკრეტულად ბიბილოვთან შეხვედრისა და განცხადებების შესახებ კი თავად ზალბერი  გააკეთებს განმარტებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^