Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა „ციანიდის" პროცესის დახურვას საქმეში ინტიმური დეტალების არსებობის გამო მოითხოვს

19 მაისი, 2017 13:02

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს განიხილავენ, ბრალდების მხარე პროცესის სრულად დახურვას მოითხოვს. პროკურატურის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეიცავს მესამე პირთა პირადი და ინტიმური ცხოვრების დეტალებს, რის შესახებაც მამალაძე ამ ჩანაწერებში საუბრობს. ამიტომ ამ პროცესის ღიად წარმართვა მესამე პირთა პირადი ცხოვრების უფლებას დაარღვევს.

„აუდიო-ვიდეოჩანაწერებში, ისევე, როგორც მისი ტელეფონიდან ამოღებულ ზარებსა და მესოჯებში გიორგი მამალაძე ჩანს სასულიერო პირისთვის აბსოლუტურად მიუღებელი სახით. ასევე, ეს მტკიცებულებები შეიცავს ინტიმურ დეტალებს, რაც ასევე მიუღებელია სასულიერო პირისთვის. როცა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელია, ამ ინფორმაციის გაჟღერებამ შეიძლება საზოგადოებრივ წესრიგს შეუქმნას საფრთხე. გასაჯაროვდება ისეთი დეტალები, რომელიც სასულიერო პირის ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება" - ამბობს ბრალდების მხარე. 

პროკურორის თქმით, მხარეებსა და მოწმეებს ღიად უნდა შეეძლოთ საუბარი ყველაფერზე, ამიტომ არ უნდა იყოს ღია პროცესი.

„აქ ძალიან ბევრი ჟურნალისტია და ვერ ავუკრძალავთ მათ ინფორმაციის გავრცელებას" - ამბობს პროკურორი. 

მისივე განმარტებით, პროცესის ღიად განხილვა და პროკურატურის ვერსიებზე საუბარი ხელს შეუშლის გამოძიების ინტერესებს.

„შესაძლებელია იმ პირთა ვინაობის დადგენა, ვისგანაც შეიძლება, რომ ციანიდი შეეძინა. ამიტომ ღიაობა აქაც ხელს შეუშლის გამოძიებას" - ამბობს პროკურატურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^