Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ციანიდის საქმეზე“ სასამართლო პროცესი ადვოკატებმაც დატოვეს

19 მაისი, 2017 15:15

„ციანიდის საქმეზე“ არსებითი განხილვა გიორგი მამალაძემ და მისმა ადვოკატებმა დატოვეს. მას შემდეგ, რაც ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიხურა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა და ადვოკატებსაც იმავე ქმედებისკენ მოუწოდა. მამალაძე მოითხოვდა, რომ პროცესი ღია ყოფილიყო. ადვოკატების თქმით, მათ არ ჰქონდათ უფლება პროცესზე დარჩენილიყვნენ მას შემდეგ, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პროცესის დატოვებისკენ მოუწოდა. სხვა შემთხვევაში ისინი კანონს დაარღვევდნენ.  ადვოკატის თქმით, შესაძლოა პროცესის დატოვების გამო მოსამართლემ ისინი დააჯარიმოს.

ხოლო, პროკურორის თქმით, ადვოკატებმა პროცესის დატოვებით დაარღვიეს კანონი და ამიტომ, შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს. 

ბრალდების მხარე პროცესის სრულად დახურვას მოითხოვდა, რადგან პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეიცავდა მესამე პირთა პირადი და ინტიმური ცხოვრების დეტალებს, რის შესახებაც მამალაძე ამ ჩანაწერებში საუბრობს; ამიტომ ამ პროცესის ღიად წარმართვა მესამე პირთა პირადი ცხოვრების უფლებას დაარღვევდა. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, აქამდე სხდომების დახურვის შუამდგომლობის მოტივი მამალაძის ოჯახის დაცვის განსაკუთრებული ღონისძიებით სარგებლობა იყო და მესამე პირის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი თქმულა.

სხდომაზე გიორგი მამალაძის მეორე ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, სატელეფონო და კომპიუტერულ მიმოწერას პროკურატურა შანტაჟისთვის იყენებს. მისი თქმით, ბრალდების დოკუმენტში საერთოდ არაა მოხსენებული ეს მიმოწერა და ამას არაფერი აქვს საერთო მამალაძის საქმესთან. ფანცულაია აღნიშნავდა, რომ  მამა გიორგი მამალაძეს არაფერი აქვს დასამალი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^