Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

19 მაისი, 2017 18:02

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

„ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება.  სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო. 

ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას. 

ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.  სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება.  ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება“,-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 

მას შემდეგ, რაც ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიხურა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა და ადვოკატებსაც იმავე ქმედებისკენ მოუწოდა. მამალაძე მოითხოვდა, რომ პროცესი ღია ყოფილიყო. ადვოკატების თქმით, მათ არ ჰქონდათ უფლება პროცესზე დარჩენილიყვნენ მას შემდეგ, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პროცესის დატოვებისკენ მოუწოდა.

„ციანიდის საქმეზე“ სასამართლო პროცესი ადვოკატებმაც დატოვეს

მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგი მამალაძეს არაფერი აქვს დასამალი​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^