Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ პაკელიანის საქმეზე ვიდეოკადრების გამოთხოვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

19 მაისი, 2017 18:19

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაკელიანის საქმეზე ქალაქის პროკურატურიდან ვიდეოკადრების გამოთხოვის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საუბარია ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების შენობის ფოიეში, პერიმეტრზე და საგამოძიებო ოთახში არსებული სამეთვალყურეო ვიდეოთვალით გადაღებულ კადრებზე.

დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნულ ვიდეოკადრებზე ასახული იქნება პოლიციის მიერ შოთა პაკელიანის როგორც ცემის, ასევე მის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა უკანონო ქმედება, ასევე შეუსაბამობები დაკავებისა და ჩხრეკის ოქმთან.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ აღნიშნული კადრების გამოთხოვით მანამდე გამომძიებელს მიმართა, თუმცა ვიდეოკადრებზე მათ უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ გადის მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ამოეღოთ ვიდეოჩანაწერები.

აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა ეს უარი ისანი-სამგორის პროკურატურაშიც გაასაჩივრა, საიდანაც ასევე უარი მიიღეს, იმავე არგუმენტით. შემდეგ კი ვიდეოკადრების გამოთხოვის შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართეს. საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა, სპეციალური სამსახურიდან კადრების გამოთხოვის შესახებ. როგორც პაკელიანის ადვოკატები ამბობენ, აღნიშნულის შემდეგ მათ განუცხადეს, რომ მყარ დისკზე მსგავსი თარიღით ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, ვინაიდან ქალაქის პროკურატურაში შოთა პაკელიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, დაცვის მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურას ამოღებული ჰქონდა გარკვეული კადრები.

„ქალაქის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებისას ერთი-ორჯერ ახსენეს წერილში, რომ კადრები ამოღებული ჰქონდათ. ასევე მე დავუკავშირდი ტელეფონზე გამომძიებელს, სატელეფონო ოქმიც შევადგინე ამაზე, ნამდვილად ჰქონდათ თუ არა კადრები, რაც დამიდასტურა. ჩვენ არ ვამბობთ მტკიცებით, რომ აუცილებლად ეს კადრები იქნება, თუმცა მაღალი ალბათობით  პროკურატურას ეს კადრები აქვს... დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე როდესაც მივმართეთ, მასზე ამ ეტაპზე უარი გვითხრეს, თუმცა ასევე გვითხრეს ის, რომ კადრები გვაქვს ამოღებული და გამოვკითხეთ სხვა პირები და ამ კადრების დათვალიერებისა და ამ პირების გამოკითხვის შემდეგ გადავწყვეტთ დაზარალებულის სტატუსის მონიჭების საკითხსო, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი, პაკელიანის ადვოკატი გიორგი მახარაძე.

როგორც დღეს წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სანდოძემ განმარტა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შესაბამის საქმეზე ინახება.

„ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან და მივიჩნევ, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მართლმსაჯულებისთვის, რისი გათვალისწინებითაც დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა სანდოძემ.

შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაცვის მხარის თქმით, პაკელიანს ასევე შეეზღუდა სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება.

ვიდეო ► რა ხდებოდა პოლიციის სამმართველოში შოთა პაკელიანის დაკავების შემდეგ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აგვისტო
18 აგვისტო

გიორგი სიგუა: საგამოძიებო სამსახურში ფეს ...

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვიდან შესვენებაზე გამოვიდა. ...
18 აგვისტო
18 აგვისტო

სემეკის სხდომათა დარბაზში „ლეიბორისტული ...

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა ხმაურის გამო შეჩერდა. სხდომათა დარბაზში & ...
18 აგვისტო
18 აგვისტო

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფი ...

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. მისი თქმით, ...
^