Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: „მზიურში" ბომბი არ აღმოჩნდა, ცრუ შეტყობინებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

19 მაისი, 2017 22:58

შსს-ს ინფორმაციით, „მზიურში" ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. შეკითხვაზე, დაიწყება თუ არა გამოძიება ცრუ შეტყობინებისთვის, სამინისტროს პრესსამსახურში პასუხობენ, რომ აღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

„მზიურის" პაკრში ვარშუსის ფილმის, „პრაიდის" ჩვენება უნდა გამართულიყო. აღნიშნული ფილმის ჩვენების გასაპროტსტებლად „მზიურთან" სასულიერო პირები და მათი მრევლი შეიკრიბა.

მოგვიანებით, შსს-ს განცხადებით, პოლიციაში მზიურის პარკში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ფილმის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს  პარკის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. ფილმის ჩვენება შეწყდა.

ჩვენების ორგნიზატორის, მარიამ ქაჯაიას თქმით, პოლიციამ მათ ჩვენების შეწყვეტა ფილმის დაწყებიდან 5 წუთში მოსთხოვა და უთხრა, რომ 112-ზე მზიურის კაფეში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.

ფილმი ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო (International Day Against Homophobia, Transphobia and Biphobia - დღესთან დაკავშირებით შეირჩა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^