Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: დეკანოზ მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვა გაუმართლებელია

20 მაისი, 2017 17:13

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს ეხმაურება და სასამართლო პროცესის დახურულად წარმართვას გაუმართლებლად მიიჩნევს.

2017 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულად დაიხურა. პროკურატურა სხდომების დახურვას ასაბუთებდა საქმეში არსებული აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებების არსებობით, რომელიც, მათი განმარტებით, როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ინტიმურ დეტალებს შეიცავდა. 

 ასევე დაიხურა ამ საქმეზე აქამდე გამართული სასამართლო სხდომები.

19 მაისის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით  კი პირადი ცხოვრების საკითხებზე აპელიერბას, თავად ბრალდებული არ დაეთანხმა და გააპროტესტა, როგორც პირადი ცხოვრებით შანტაჟი. ბრალდებულმა, ასევე მისმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს.

სხდომის დახურვასთან დაკავშირებით მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გააკეთა განცხადება და აღნიშნა რომ:  „სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.“

"აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. საჯარო ხასიათი იცავს მხარეებს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების საიდუმლო განხორციელებისგან. სხდომის საჯაროობა ასევე არის ერთ-ერთი საშუალება რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა იქნას შენარჩუნებული. შესაბამისად, სხდომის დახურვა  მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული,  მაშინ როცა უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით ვერ იქნება მიზანი მიღწეული. 

თუ საქმეში არსებობს პირთა პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროება, სასამართლო სხდომის სრულად დახურვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, გამოყენებულ იქნას სასამართლო სხდომის საჯაროობის უფლების ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმი; კერძოდ, სხდომის დახურვა ნაწილობრივ. სისხლის საამრთლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ანიჭებს მოსამართლეს ამგვარ შესაძლებლობას, როგორც მხარის შუამდგომლობით, ასევე საკუთარი ინიციატივით.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან მიმართებაში არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი. ამასთან, გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიზანმიმართული მოქმედებების და მაღალი თანამებობის პირების მიერ გაკეთებული განცახდებების გამო, ცალსახად დაირღვა როგორც მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ასევე - მხარეთა თანასწორობის უფლება.

გამოძიების ეტაპზე, ყოველივე ზემოაღნიშნული ემსახურებოდა საზოგადოებრივი აზრის ცალსახად ერთი მიმართულებით განვითარებას, ბრალდებულის უფლებებისა და ინტერესების საზიანოდ. ამ ფონზე, სასამართლო განხილვების საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, რომელიც, მათ შორის, პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად  გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია, ხოლო საზოგადოებამ - შეიტყოს სრული სიმართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, " - ნათქვამია საიას მიერე გავრცელებულ განცხადებაში. 

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს, გაითვალისწინოს საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, თავად ბრალდებულის უფლება და მოთხოვნა - სხდომის ღიაობასთან დაკავშირებით და იმოქმედონ ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლები ინტენსივობით შეიზღუდოს ბრალდებულოს უფლებები და არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი სასამართლო პროცესის მიმართ საზოგადოებაში ნდობის შენარჩუნებას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^