Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ ნონა წოწორიას ძმის სახლში იარაღის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა

20 მაისი, 2017 17:21

პროკურატურამ ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"2017 წლის 18 მაისს, შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. იმავე დღეს,  გამოძიების მიერ, გადაუდებელ  შემთხვევაში, ჩატარდა ოთარ წოწორიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელსაც  ოთარ  წოწორიასთან ერთად ესწრებოდა მისი ადვოკატი.

ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რევოლვერი და სხვადასხვა სახის 227 ვაზნა. გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ. რევოლვერის და ვაზნების ვარგისიანობის დადგენის მიზნით საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება  ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია  გამოსაყენებლად.

გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს - ა. ა-ს.  ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო, " - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^