Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თოდრია - ნათლად ჩანს, თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე

22 მაისი, 2017 15:21

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორმა ლაშა თორდია სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა. 

„საზოგადოებამ რამდენიმე წუთის წინ იხილა ვიდეოკადრები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი. როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ხედით, რომ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია , თითქოს მე დავარტყი ხელი პირველმა ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე. მათივე კადრებიდანვე დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, არ ყოფილა მომენტალური გადაკვეთა. კადრები არის წარმოდგენილი იმ რაკურსით, რომ შემდგომ ვერ დავინახოთ, როგორ მოჰყვა გაგრძელება ამ თავდასხმას. მინდა ცალსახად განვაცხადო, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა, თუმცა ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის და მათი დაცვის წევრების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია“, - განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიკერძოებული მხარეა. ლაშა თოდიამ პარლამენტს მისი ცემის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^