Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა

22 მაისი, 2017 15:15

შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ - „ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე, ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ. აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა „ელ-ცენტროს“ ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები, ამოღებულია ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. გამოძიებამ ასევე მოიპოვა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

„ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა, ხოლო ლაშა თორდიასა და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. გამოძიების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათი შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,- ნათქვამია განცხადებაში. 

შსს ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^