Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტების შეერთების საკითხს მხარი დაუჭირა

22 მაისი, 2017 20:05

ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტების შეერთების საკითხს მხარი დაუჭირა.  ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რაიონის შეერთებას შესახებ გადაწყვეტილებას მხარი  12-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა. 

სხდომა მწვავე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კენჭისყრამდე სხდომა შეწყდა, რისი მიზეზიც საკრებულოს თავმჯდომარის, ნატალია შეროზიას მიერ სხდომის დატოვება გახდა. ამას წინ უძღოდა მისი და საკრებულოს წევრების სიტყვიერი დაპირისპირება და ორსაათიანი ხმაურიანი გამოსვლები.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, მოგვიანებით სხდომა რამდენიმე წუთით განახლდა, საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენა. კენჭისყრის შემდეგ ნატალია შეროზიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^