Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის სამსახურს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

23 მაისი, 2017 12:49

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს კანონით გათვალისწინებული უფლება არ აქვს,  გამოაქვეყნოს შუალედური დასკვნა. მისი განმარტებით, აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, გამოაქვეყნოს მხოლოდ შემაჯამებელი დასკვნა.

როგორც ფარცხალაძის ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა,  გენერალურმა აუდიტორმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მოპოვებული ინფორმაცია, რაც ასევე „აუდიტორის ეთიკის კოდექსის“ დარღვევაა.

„გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის გუშინდელი განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ დასკვნაში არაფერია ნათქვამი 2013-2014 წლებზე, როდესაც ამ კომპანიამ კომპენსაციის მოთხოვნა დაიწყო. მათი განცხადება ემსახურება იმ მიზანს, რომ რამენაირად გაამართლოს თავისი ნათქვამი, თითქოს თავდასხმა მოხდა კონკრეტული შემოწმებისა თუ დასკვნის გამო”, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

გუშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის 17 მაისის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებული შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

აუდიტის სამსახური ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხზე შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^