Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტერაქტი მანჩესტერში: რა ვიცით და რა არის ამ დრომდე უცნობი

23 მაისი, 2017 13:31

22 გარდაცვლილი და 60-მდე დაშავებული - ვინ დგას მანჩესტერში, არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი აფეთქების უკან?

  • აფეთქების ხმა მანჩესტერ არენას ფოიეში შოუს დასრულებისთანავე, სწორედ მაშინ გაისმა, როდესაც მაყურებელი უკვე კონცერტს ტოვებდა. თავად 23 წლის პოპმომღერალი ინცინდენტს უვნებლად გადაურჩა. კონცერტს ძირითადად თინეიჯერები ესწრებოდნენ.
  • ტერაქტის შემდეგ პოლიციამ სტადიონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საეჭვო ნივთი აღმოაჩინა, თუმცა გამნაღმველების მისვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ტანისამოსი იყო.
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ტრაგედიას „საშინელი  ტერორისტული თავდასხმა უწოდა“.  23 მაისის დილას სამართალდამცავებმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია. თვითმკვლელმა ტერორისტმა სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამაგრებით შეაღწია მანჩესტერ არენაზე და თავი აიფეთქა.
  • CNN-ის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, დიდი ბრიტანეთი ისლამისტი ტერორისტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება. მანჩესტერის ტრაგედიამდე ტერაქტი ქვეყანაში ბოლოს 2017 წლის 22 მარტს მოხდა.

რა არ ვიცით

  • მანჩესტერ არენა 21000 მაყურებელს იტევს, თუმცა რამდენი ადამიანი ესწრებოდა კონცერტს, ამ დროისთვის უცნობია.
  • ვინ იდგა ტერორისტული აქტის უკან, ამ დრომდე გაურკვეველია. ამჟამად, სამართალდამცავები ცდილობენ გამოიძიონ, მარტო მოქმედებდა თავდამსხმელი, თუ რომელიმე დაჯგუფების წევრი იყო.
  • სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტერაქტში „ისლამური  სახელმწიფოს" მონაწილეობა, ჯერჯერობით, არ დასტურდება.
  • ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი დაუდგენელია. დაშავებულთა ჭრილობები ამტკიცებს ვერსიას, რომ ბომბი კუსტარულად იყო დამზადებული და მეტალის ნამსხვრევებით იყო გაჯერებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^