Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენმა დისკრიმინაციული ვაკანსიის აღმოფხვრის მექანიზმის შემუშავებაზე ჯანდაცვის სამინისტროს წინადადებით მიმართა

23 მაისი, 2017 13:59

2017 წლის 5 მაისს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიმუშავოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებების ფორმულირება, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე იმგვარად, რომ დისკრიმინაციული შეზღუდვები არ გამოიყენონ.

„სახალხო დამცველის აპარატში დასაქმების შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ვაკანსიებში დისკრიმინაციული შეზღუდვების არსებობასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების სიმრავლემ და სახალხო დამცველის ინიციატივით გამოვლენილ საქმეთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ, ცხადყო, რომ დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ვაკანსიების განთავსება კვლავ გრძელდება ვებგვერდებზე, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპების სტიმულირებას. შესაბამისად, საკითხის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პრობლემის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  სახალხო დამცველმა, ვაკანსიის შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოყენების თავიდან აცილებისა და მონიტორინგის, ასევე ასეთი განცხადების გავრცელების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის ან/და გამავრცელებლისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდა, შემუშავდეს მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება, გამოავლინოს სამართალდარღვევა და შეადგინოს ოქმი, რის შემდეგაც, სამართალდარღვევის არსებობის შეფასების უფლებამოსილება მიენიჭება საერთო სასამართლოებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^