Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე სერიალების სცენარების კონკურსის შედეგი ცნობილია

23 მაისი, 2017 16:09

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსში საუკეთესო სცენარები გამოვლინდა. კონკურსი ორ ჟანრში იყო გამოცხადებული - მელოდრამა და დეტექტივი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივის ჟანრში გამარჯვებული გახდა ილია ჯიბღაშვილისა და ბესო სოლომონაშვილის „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“, მელოდრამის ჟანრში კი სანდრო ჯანდიერისა და ბასა ჯანიკაშვილის „ლივლივმა“ გაიმარჯვა.

სერიალების სცენარების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში შესული 45 განაცხადიდან მეორე ტურში 15 გადავიდა. სცენარების შესაფასებლად და შესარჩევად შექმნილი კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული.

კომისია საუკეთესოდ დასახელებული სცენარების შესახებ რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, რომელიც  პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^