Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თორდია: პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება არ შერჩება

24 მაისი, 2017 12:44

„პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული, როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის”, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შეფასებისას, რომელიც 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტს ასახავს. 

თორდიას განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება. თორდიას თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და  ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინა.

გენერალური აუდიტორის თქმით, ინციდენტი დიდი ხნის წინ მოხდა და აქამდე მასზე არავის უსაუბრია. 

„ამდენი ხანია, ეს ფაქტი მომხდარია და ამაზე არავის უსაუბრია, ახლა კი მაინცდამაინც, როცა ოთარ ფარცხალაძე დამესხა თავს „ელ ცენტროში“, გავრცელდა ეს კადრები”, - განაცხადა თორდიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^