Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში თურქეთის მოთხოვნით დემირელის კოლეჯის თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს

24 მაისი, 2017 18:36

დღეს თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. ამის შესახებ „ლიბერალს“ დაკავებულის ინტერესების დამცველმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.  სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ბრალდების დასაბუთება კრიტიკას ვერ უძლებს. მისივე თქმით,  აღნიშნული საქმე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ექსტრადირების საკითხს, არამედ საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციასაც.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე პრეზიდენტს, პრემიერს და სახალხო დამცველს მიმართავს

„როცა ჩვენ წავიკითხეთ ბრალდების ფაბულა, რომელიც გადმოგზავნილია თურქეთიდან, გაოცებული დავრჩი. აქ წერია, თითქოს მისი დანაშაულებრივი  ქმედება გამოიხატა იმაში, რომ დემირელის სკოლაში უნდა გასხვისებულიყო წილი ერთი პიროვნებიდან მეორეზე და ამ პროცესის ხელშეწყობა თითქოს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ნიშნავს. ეს ქმედება რატომ მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობად, ან დემირელის კოლეჯი რატომაა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი, ეს აქ ახსნილი არაა. ჩვენ ჩავაყენეთ საქმის კურსში სახალხო დამცველი, აშშ-ის საელჩო. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ექსტრადირების საკითხს, არამედ ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციას, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს, მოითხოვოს პირის ექსტრადიცია და ჩვენი ხელისუფლება ამას გააკეთებს შეუმოწმებლად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადასცემს მომთხოვნ სახელმწიფოს, მაშინ ვფიქრობ, ეს ძალიან შელახავს ქვეყნის ხელისუფლების რეპუტაციას.“ - განუცხადა „ლიბერალს“ სოსო ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, დაკავებულის საქმეს სასამართლო განხილავს 48 საათის განმავლობაში. სოსო ბარათაშვილი ვარაუდობს, რომ პროცესზე პროკურატურა საექსტრადიციო პატიმრობას მოითხოვს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გაგრძელდეს 9 თვე.

„თავდაპირველად ხდება 3 თვის შეფარდება, შემდეგ კიდევ შეიძლება ეს გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი, რომელიც ან დაკმაყოფილების, ან უარს ეტყვის თურქეთის მხარეს მოთხოვნაზე.“ - განუცხადა „ლიბერალს“ სოსო ბარათაშვილმა.

შეკითხვაზე, უკავშირებს თუ არა ის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებას თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოში გვიპასუხა  -  „საეჭვო დამთხვევაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი ინფორმაციით, სხვა ბიზნესმენებიც არიან დაკავებულები, ეს დამთხვევა შემთხვევითი არაა.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 დეკემბერი
11 დეკემბერი

ომბუდსმენი: სექსუალურ შევიწროებაზე საკან ...

სახალხო დამცველი ფემონისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ გუშინ ღამით ორგანიზებულ აქციას „არ დავთმოთ ღამე" განც ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

უკრაინაში სააკაშვილის სასამართლო პროცესი ...

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს.&nbs ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

სააკაშვილის დაკავებიდან 72-საათიანი ვადა ...

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამარ ...
^