Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტით, ეკონომიკური დანაშაულის მიმართ სასჯელი მსუბუქდება

24 მაისი, 2017 18:38

„ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზე უქმდება წინასწარი პატიმრობა, ასევე სასჯელის ზომად არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, თუ ეკონომიკური დანაშაული პირის მიერ პირველადაა ჩადენილი; პირველად ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელი იქნება ჯარიმა ან/და გამასწორებელი სამუშაო“,- ამ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს. მისი ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები".

პროექტით, პატიმრობის ვადები განმეორებით ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზეც მცირდება და ეკონომიკური დანაშაულის კატეგორებში იზრდება ზღვრები, რომლის ზემოთაც იწყება ბიზნესის სიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ეკონომიკურ დანაშაულებზე სასჯელის ლიბერალიზაციის მიზნით ცვლილება შემდეგ მუხლებში შედის: 1822, 192-ე, 1921, 193- ე, 1951, 196-ე, 197-ე, 1971, 199-ე, მე-200, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 201-ე, 2041, 205-ე, 2051, 206-ე, 207-ე, 2071, 208-ე, 218-ე და 219-ე, მუხლები.

როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, უბრალო ბუღალტრულ შეცდომასაც კი დღეს მთავრობა კომპანიას სისხლისსამართლებრივ დანაშაულად უთვლის, რაც ბევრ ბიზნესს - განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ხელ-ფეხს უკრავს და აჩერებს.

„არადა ბიზნესი, ფირმები და კომპანიები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს. მოცემული საკანონმდებლო ინიციატივა უფრო ლიბერალურს გახდის ბიზნეს-გარემოს, გააქტიურებს ბევრ ფირმასა და კომპანიას. შეიქმნება უკეთესი ბიზნეს-გარემო, რასაც კომპანიების გააქტიურება მოყვება.ზემოაღნიშნულის რეალიზებისთვის ცვლილებები შედის კოდექსის“,- ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ასევე, მომზადდა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ეკონომიკური დანაშაულების შემთხვევაში გადამეტებულად მიიჩნევა.

„ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. სისხლის სამართლის კოდექსის 185, 186, 187, 188, 189, 1891, 190, 191, 192, 1921, 1922, 193, 194, 1941, 195, 196, 197, 1971, 199, 200, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 201, 2021, 203, 2041, 205, 2051, 206, 207, 2071, 2072, 208, 210, 211, 213, 215, 216, 217, 219 მუხლებით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის პირის ბრალდებულად ცნობის შემთხვევაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^