Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი ბრიტანეთი მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით აშშ-ს ინფორმაციას აღარ მიაწვდის

25 მაისი, 2017 14:16

BBC-ს ცნობით, ბრიტანეთის მთავრობა აღშფოთებულია მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის ამერიკულ მედიაში გაჟონვით და ამის გამო აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობას ოფიციალურად წყვეტს.

Skynews-ის ცნობით, სკოტლენდ იარდი განრისხებულია მანჩესტერ არენაზე მომხდარი თავდასხმის საიდუმლო მონაცემების აშშ-ის მედიაში გამოჩენით, მათ სწამთ, რომ ინფორმაცია ჟურნალისტებს ამერიკელმა კოლეგებმა გაუმხილეს.

The guardian იტყობინება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ამ საკითხის განხილვას ნატოს სამიტზე პრეზიდენტ ტრამპთანაც გეგმავს.

მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რადმა.The New YorkTimes-თან კომენტარში  შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გამოძიების მსვლელობასთან ერთად სკოტლენდ იარდი მოპოვებულ მონაცემებს ამერიკულ მხარეს აღარ გაუზიარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^